ირაკლი აბესაძე: ესაა მძიმე კრიმინალური შემთხვევა და უნდა დადგეს თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან მოქალაქეებისთვის განკუთვნილი რეკრეაციული ზონა ერთ პირს გადასცა საკუთრებაში.

„დღეს საქართველოს პარლამენტი იწყებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვას, რომელიც ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნას შეეხება. ეს შემდეგ ხელისუფლებებს საშუალებას მისცეს, დღევანდელი მთავრობის მსგავსად კორუფციაში არ იყვნენ ჩართულები. ამ კომიტეტის შემქნის შემთხვევაში ვერ მოხდება ისეთი შემთხვევები, როგორიც ბოტანიკური ბაღის გასხვისების მაგალითზე გვაქვს, როცა თბილისის მერმა ვერ შეძლო ივანიშვილის წინააღმდეგ წასულიყო და მას ბოტანიკური ბაღის დიდი ნაწილი ფაქტობრივად უფასოდ საკუთრებაში მისცა.
ესაა მძიმე კრიმინალური შემთხვევა და უნდა დადგეს თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან დედაქალაქის რეკრეაციული ზონით სარგებლობის უფლება მხოლოდ ერთ კაცს მისცა”,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით რეფერენდუმი ხელახლა უნდა ჩატარდეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი რამ მოხდება საინტერესო და სასარგებლო