ირაკლი აბესაძე: ძალიან გვაინტერესებს როგორ საინტერესოდ ეცდება დავით ნარმანია კვლავ საზოგადოება მოატყუოს

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

2 საათზე საკრებულოში დავით ნარმანიას ელოდებიან. თბილისის მერს თვითმმართველობის ორგანოში ოპოზიცია ბრალდებებითა და მწვავე შეკითხვებით დახვდება.

აქცენტი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასა და 29 ჰექტარი ფართის აუქციონზე გაყიდვაზე გაკეთდება. სხდომა დაგეგმილი.

ოპოზიციის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნარმანიას მათ კითხვებზე პასუხები არ ექნება, რადგან მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, მეორე ნაწილი კი მოითხოვს დაბრუნდეს სახელწმიფოს საკუთრებაში ის მიწის ნაკვეთი, რომელიც აუქციონის წესით გაიყიდა.

„ძალიან გვაინტერესებს როგორ საინტერესოდ ეცდება კვლავ საზოგადოება მოატყუოს და დაარწმუნოს, რომ საერთო სარგებლობის სივრცის ივანიშვილის მიერ მისაკუთრება, ასეულობით დამატებითი ხის გაჩეხვა, საბიუჯეტო სახსრებით მილიონობით ლარის ფლანგვა – როგორ არის ეს თბილისელების ინტერესებში შემავალი საკითხი,“ – აცხადებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე.

ეს არ იქნება ერთადერთი საკითხი, რომელზეც ისინი თბილსის მერთან საუბარს გეგმავენ. ისინი ასევე აპირებენ დავი ნარმანიას შეკითხვები დაუსვან დედაქალაქში არსებულ სხვა პრობლემებზეც.

ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხვები უმრავლესობას არა დედაქალაქის მერთან, არამედ ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს. ამის შესახებ განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

როგორც ჯაბა სამუშია აცხადებს, დღეს ის გაასაჯაროებს დოკუმენტს, რომელიც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას, სწორედ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით.

რიგგარეშე სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო მხარეებს მიმართავს, სასამართლოს წევრების შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: თამაზ მეჭიაურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება