ირაკლი აბესაძე: ავტომფლობელთა დაბეგვრა გაღარიბებას და ცხოვრების გაძვირებას გამოიწვევს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირაკლი აბესაძე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრობს, რომლის მიხედვით ავტომფლობელთა დაბეგვრა იგეგმება.

“ქონების გადასახადის ახალი სახის შემოღების გზით, რომელიც ავტომობილებზე გადასახადს უკავშირდება, სახელმწიფო პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ სამწუხაროდ, ის უარს არ ამბობს გაზრდილ ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ ხარჯებზე და ამ თანხის დაფინანსებას, მათ შორის საკუთარი ფუფუნების დაფინანსებას, აპირებს მოსახლეობის ჯიბიდან. ეს გამოიწვევს მოსახლეობისთვის ცხოვრების დამატებით გაძვირებას, დამატებით გაღარიბებას, ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებას გაზრდილი ოდენობით, რომელიც ასევე შემაფერხებელი იქნება ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის”,- განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიის სასწავლო ცენტრში სტუდენტმა პროფესორი მოკლა
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე: ახალი გადასახადის საჭიროების შემთხვევაში სასურველია, მისი გადახდა შეძლებულ ფენას დაეკისროს