ირაღის და ნარკოტიკის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.მ. თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი 5 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(foto) ფრანგმა მეხანძრეებმა ყველაზე ცხელი კალენდარი გამოუშვეს
შემდეგი სტატიამაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს