“ქართული ოცნების” ირგვლივ სკანდალი არ ცხრება – წულუკიანის საგამოძიებო კომისიას 2006 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას და, ირა გაბუნია უპირისპირდება.
“ვისაც გგონიათ რომ ხმას არ ვიღებდი აქამდე! მაშინ როცა თითზე ჩამოთვლილი ადამიანები გვედგნენ გვერდით, რადგან ყველას ეშინოდა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ამოეღოთ!
როცა ვაზაგაშვილმა ჩემი ძმა მოკლა, აწამა, ყველა ნეკნი დაუმტვრია, დანებით დასერა, და 16სართულიანის სახურავიდან აგდებდა, გიორგი გაბუნია მაინც იბრძოდა, ცდილობდა მოაჯირს ჩაჰკიდებოდა, რა დროსაც წიხლები ურტყეს და ხელი გააშვებინეს. მას არ შეუწყვეტია ბრძოლა და არც მე შევწყვეტ, სანამ წულუკიანი არ დაისჯება სათანადოთ და ჩერგოლეიშვილმა ხმა ჩაიგდოს და ნუ პირდება, რომ არავის დაიჭერს, თან ძალიან ფანტაზიებში ნუ გადავარდება და ნუ გონია, რომ მისი გადასაწყვეტი იქნება, ვინ დაისაჯოს და ვინ არა!,-წერს გაბუნია.