იქნება თუ მმართველი პარტიიდან ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის პირველი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმთან” ისაუბრა. მისივე განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავაშირებით, მას „ქართული ოცნებისგან“ შეთავაზება არ მიუღია.

“ეს ინფორმაცია არა თუ სიმართლეა, არამედ ახლოსაც არ არის სიმართლესთან. მე მთელი ჩემი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, 70 წელს გადაცილებული ვარ, არც ერთხელ ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც რომელიმე ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნული. 72 წლის ასაკში რომ პოლიტიკოსობას დავიწყებ, არამგონია, ვინმეს სჯეროდეს. “ქართული ოცნებისაგან“ არა თუ შემოთავაზება, არამედ მინიშნებაც კი არ ყოფილა. საერთოდ, ამ საკითხზე ჩემთან არავის არც კი უსაუბრია”,- ამბობს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამართალდამცავი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს