იქნება თუ არა ყოფილი ლედი მაჟორიტარობის კანდიდატი – მასშტაბური ღონისძიება განმუხურში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა ელისაბედ რულოვსი ამ წუთებში სამეგრელოს მოსახლეობას ხვდება. შეხვედრა ანაკლია-განმუხურის საცალფეხო ხიდზე მიმდინარეობს. ჯერ უცნობია წარადგენე თუ არა სანდრას ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები მაჟორიტარობის კანდიდატად თუმცა საუბრები ამის შესახებ უკვე დიდიხანია მიმდინარეობს და ,,თაიმერმა” ამ ინფორმაციაზე ექსკლუზიური მასალა მოამზადა.
სანდრა რულოვსთან ერთად სამეგრელოში იმყოფებიან პარტიის ლიდერები მათ შორის ნიკოლოზ მელია და თენგიზ გუნავა.

 

განმუხური

სანდრა

სანდრა1

banner
წინა სტატიაშიშუა საუკუნეების ფეოდალის ნამოსახლარს მიაკვლიეს
შემდეგი სტატიაკომპანია „ცენტრ პოინტი“ მუშაობას წყვეტს