იქნება თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჯერ არ არის გარკვეული

როდესაც ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის პოზიციას იცავს, არ ნიშნავს, რომ მის ქცევაშიც გარკვეული პოზიცია უნდა განვჭვრიტოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად შესაძლო დანიშვნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ ადამიანზე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება. სხვა საკითხია, რომ თემა გადაწყვეტილი არ არის და მისი სკანდალად გადაცევა უადგილოა. ვფიქრობ, ასეთი მკაფიო, მკაცრი და არადაბალანსებული განცხადებებისგან თავი უნდა შეიაკონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, დიმიტრი გაბუნიამ თქვა, რომ ზვიად დევდარიანს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც სხვა ნებისმიერ კაცს არ გაუკეთებია, ამ განცხადებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თუ არა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი გამონათქვამი გარკვეული ინტერპრეტაციით არის გავრცელებული.

„მე არა ვარ გაბუნიას ადვოკატი და ვფიქრობ, მისი გამონათქვამი გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა. თქვენ ისე წარმოაჩინეთ სიტუაცია, თითქოს აღიარა დანაშაული და ამ დანაშაულზე საუბრობს, რომ ეს არაფერს წარმოადგენს. ამ დროს გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა, ასეთი მიმოწერა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ეს არ ნიშნავს, დანაშაულის ნიშნებს.”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, იქნება თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ეს ჯერ არ არის გარკვეული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კაკაურიძე – „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია თანხას არ იხდის და ამ მიზეზით ვერ იღებს აქციზურ მარკებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ძნელაძე – სესხების განულების ინიციატივას ბანკების ასოციაციის წევრი ყველა ბანკი შეუერთდა