იქნება რუსეთი თუ სხვა, გვექნება მკაცრი რეაგირება, თუმცა არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას – მაჭარაშვილი მედვედევზე

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წამოსული დეპუტატი და ხალხის ძალის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავს განცხადებას საქართველოს მხრიდან მკაცრი რეაქცია ექნება, თუმცა “ეს არ შეცვლის ხელისუფლების პოზიციას, რომ არ დაუშვებს საქართველოს უკრაინიზაციას”.

მაჭარაშვილის თქმითვე, უკრაინაში ომს ბევრი სახელმწიფო თავისი ინტერესებისთვის იყენებს, რასაც “უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო ეწირება”.

“ხაზგასმით ვამბობ, იქნება ეს რუსეთის ფედერაცია თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რა თქმა უნდა, აქედან ჩვენ გვექნება მკაცრი რეაგირება მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რასაც ჰქვია, რომ ჩვენ აქ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. პირდაპირ ხაზგასმით გეუბნებით, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ომში არსებულ პროცესებს ბევრი სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს, რასაც ეწირება უკრაინელი ხალხი და თვითონ უკრაინის სახელმწიფო”, – თქვა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის რეგიონში მდებარე რუსი ოლიგარქის ქარხნები უკრაინის საკუთრება გახდა
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსები თავისუფლები არიან – სუსი