“ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ხვალ სენატში დაგეგმილ განხილვაზე, აშშ-ს მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ისევ უსამართლოდ კრიტიკულები იქნებიან. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ განცხადებები, რომელიც აშშ-ს საკნონმდებლო ორგანოში კეთდება, რეალობასთან აცდენილია.
“ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში კეთდება განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. ალბათ ეს იქნება მორიგი მცდელობა იმის, რომ გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლება სრულიად უსამართლოდ და შეიძლება ითქვას, ორმაგი სტანდარტებით გარკვეულ კრიტიკას დაუქვემდებარონ, – ამბობს გივი მიქანაძე.