“იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე”

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელს ურჩევს, რომ შეინარჩუნოს პრინციპულობა და ექიმების გვერდით იდგეს. მისი თქმით, ეს ყველას ეხება, იქნება ის არჩილ თალაკვაძე თუ სხვა.

“იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე, შეინარჩუნოს პრინციპულობა და იდგეს ექიმების გვერდზე.

ბოლო მთავრობის სხდომაზე ჩვენი საკითხი არ გადიოდა, ჩვენ გვქონდა მზადების პროცესი, ეს იყო შეთანხმებული და დაესწრო ჩემი მოადგილე, რომელიც ასევე ხშირად ესწრება მთავრობის სხდომას”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: უპრეცედენტო ნაბიჯია, რომ ნატო-ს მხრიდან ხაზი გაესვა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობას
შემდეგი სტატია„საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, თუმცა საზოგადოებას სწრაფი მიზნის მიღწევის ილუცია არ უნდა შევუქმნათ, რომელიც ნიჰილიზმს თესავს“ – გიგა ბოკერია