“იქნებ უკეთესი ყოფილიყო, არჩევნებამდე “რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილება არ მიღებულიყო”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე აქტიურად შუქდება და საზოგადოებას ინფორმაცია ინტენსიურად მიეწოდება.

ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში მანანა კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო, “რუსთავი 2”-ის საქმეზე, შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ მიღებულიყო.

“ძალიან კარგია, რომ “რუსთავი 2″-ის საქმე შუქდება და საზოგადოებას ინფორმაცია ინტენსიურად მიეწოდება. ამ საქმის დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვიცი – თუ ადამიანებს, რაღაც სადაო აქვთ, სხვაგან ვერ იდავებენ, თუ არა სასამართლოში. ჩემი დამოკიდებულება თუ გნებავთ, იქნებ სადღაც უკეთესიც ყოფილიყო, ამ აურზაურის და აჟიოტაჟის გამო, არჩევნებამდე რაიმე გადაწყვებილება არ მიღებულიყო. თუმცა, ბოდიშს ვიხდი და ესეც შეიძლება ზეწოლად იყოს აღქმული. ვიდრე სასამართლოში მიდის დავა, არ შეიძლება ჩვენ პოზიციები გამოვხატოთ. ხომ გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკოსები როგორ მოუწოდებდნენ – ეს დაიჭირეთო? პრეზიდენტი მოუწოდებდა ყველანი ციხეშიო. ეს დრო ქვეყანაში აღარ არის”,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ, წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები, მედიისთვის გავხსენით”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა