იქნებ თქვენი ტროლები დააოკოთ ნუ გადააყოლებთ ამ ბოღმას ქვეყნის მომავალს – ხიდაშელი ხელისუფლებას

თინათინ ხიდაშელი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერებას ეხმაურება და წერს:

„სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა! ყველა მხარეს დაფიქრების საშუალება მისცა!!!

ხოდა ხელისუფლებას მინდა შევევედრო, იქნებ, თქვენი ტროლები, თანამდებობიანი და უბრალოდ სხვენში მჯდომნი, ფბ-სთვის დაქირავებულნი, დააოკოთ ნუ გადააყოლებთ ამ ბოღმას ქვეყნის მომავალს! და აუხსენით რომ:~

– სავალდებულოა

– არავის დაუძალებია ჩვენ ვაღიარეთ ასეთად

– რუსეთში ამბობენ ხოლმე იმეებს ეხლა თქვენი ტროლები რომ ამბობენ

– თუ სასამართლოში არ იჩივლებ ისე გადაწყვტილებას ვერ გამოიტანს,
ვერც შეჩერების და ვერც რამე სხვას!

ეს იმათთვის, მაშინ სად იყოო, რომ ამბობენ“, – წერს ხიდაშელი.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი2-ის საქმე – ევროპარლამენტარებმა გიორგი კვირიკაშილს წერილით მიმართეს
შემდეგი სტატიადღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის – დავით ბაქრაძე