იქნებ რესურსები გამოინახოს, რომ ჟურნალისტებს წვრთნა ჩაუტარდეთ და სწორი მეტყველება შეძლონ – ალიბეგაშვილი

საუბარი გვქონდა, რომ რესურსები გამოინახოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა სწორი მეტყველება შეძლონ – განაცხადა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში, განათლების და კულტურის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

“სურვილია და ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, რომ იქნებ რაღაცა რესურსები გამოინახოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჟურნალისტებს რაღაცა ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ. მე ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ და პირდაპირ მეტყველების კულტურის სწავლება ხდებოდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ახლა იცით რა ხდება და როგორი ქაოსია, მიმდინარეობს ტერმინების აღრევა. იმ დღეს ჩვენი საამაყო რაგბისტების თამაშს ვუყურებდი, გამოდის ჟურნალისტი და ამბობს, „ძალიან კრეატიული რაგბისტია“. კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან. ბოდიში, მაგრამ ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჟურნალისტებში ვგულისხმობ სპორტულ ჟურნალისტებსაც, ვინაიდან ახალგაზრდობა და საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ სპორტს უყურებს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ჟურნალისტების და პედაგოგების დატრენინგებაზე სწორი ქართულით მეტყველებაში, განცხადება გააკეთა გუგული მაღრაძემაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიადარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა