,,იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ”საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტი”

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტის მიღების პროცესი სწრაფად წარიმართა, რაც პოლიტიკურად გაუმართლებელია.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის შესახებ ძირითადი შენიშვნა სწორედ პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.

”პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელია ასე სწრაფად ამ პროცესის წარმართვა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ჩართვის გარეშე, როგორიცაა ვენეციის კომისია და როგორიცაა თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც, ალბათ, ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მათ კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ. სხვა დეტალებზე ამ დროისთვის ვერაფერს ვიტყვი, რადგან თვითონ კანონპროექტი აქამდე არ მიმიღია და ვფიქრობ, იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ეს კანონპროექტი, რომ ბოლოს და ბოლოს დეტალებზე გესაუბროთ, თუ რა სირთულეებია კანონში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში” ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. ოპოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის გამოც პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას ურჩევს.

banner
წინა სტატიაშიგუშინ დავით ნარმანიას ისტერიული მცდელობა ვიხილეთ, არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ივანიშვილისთვის გადაცემაზე
შემდეგი სტატია”ეროვნული ფორუმი” პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნით მიმართავს