იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე – კორძაია “ხარებაზე”

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მიმართონ აღმასრულებენ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერონ.

„მე ვცემ არაკაცებს- ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს აქ გარეთ მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია. იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არ შეუჩერებთ, იმიტომ, რომ სწორედ მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ყველა ამ შენობიდან ყოველი სხდომის დასრულების შემდეგ”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს”, – განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: “სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში”.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ქვარაია: ვითხოვთ იმას, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო
შემდეგი სტატიაპარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო