იქნებ მე ვერ ვხედავ და დამანახეთ – ლევან იზორია ე.წ. დედოვშინის ფაქტებზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

region
: region აპრილი 4, 2019 17:56

იქნებ მე ვერ ვხედავ და დამანახეთ – ლევან იზორია ე.წ. დედოვშინის ფაქტებზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

ლევან იზორია საპარლამენტო ოპოზიციას თავდაცვის სამინისტროში იწვევს. ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში გააკეთა.

მინისტრის თქმით, ის არ მიიღებს ოპონენტების დაუსაბუთებელ კრიტიკას არგუმენტების გარეშე. იზორია ოპოზიციას მოუწოდებს ან დაამტკიცონ ის ბრალდებები, რომელზეც საუბრობენ ან უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ოპოზიციასთან მუშაობასთან დაკავშირებით მე მზად ვარ ვთქვი ერთხელ და დღესაც საჯაროდ ვამბობ, ყველა ეჭვთან დაკავშირებით, ყველა კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ რომ სანამ გავაკეთებდეთ უპასუხისმგებლო განცხადებას, უპასუხისმგებლოს იმდენად რამდენადაც ის ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ფაქტებს და ეს მე დღეს დაგიმტკიცე, გთხოვთ თქვენ, რომ თქვენთვის კარი ღიაა, მობრძანდეთ, მით უფრო დეპუტატები ბრძანებით და ადგილზე ნახოთ აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარს არის თუ არა ნატოს სტანდარტებზე აღჭურვაზე ზრუნვა. დაესწარით წვრთნებს. იქნებ მართლა არის რაღაც რასაც ვერ ვხედავ და დამანახეთ. ეს მაქვს მე თქვენთან თხოვნა მაგრამ რასაც მე ვისმენ, ბატონო ოპოზიციონერებო მე კრიტიკის დიდი დამფასებელი ვარ, არგუმენტია ჩემთვის ყველაზე ძლიერი ძალა. მაგრამ ვამბობ, რომ ეს არგუმენტი უნდა იყოს დასაბუთებულია,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ცალკე გამოყო ოპოზიციის განცხადებები ე.წ. დედოვშინის ფაქტებზე. საუბარია კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელებისთვის ფულის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაზე. ლევან იზორიას განცხადებით ოპონენტების მხრიდან სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია, რადგან ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც თავდაცვის უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„ზოგჯერ დაუმსახურებელ კრიტიკას ვისმენ ზოგჯერ დედოვშინაზე. მე გადავხედე სტატისტიკას თუ რა ხდებოდა ზოგჯერ იმ ავტორების განცხადებების პერიოდში რომლებიც ამ განცხადებით გამოვიდნენ . თქვენ ვერ დამისახელებთ პერიოდს სადაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა, მათშორის გამოძალვის ფაქტსაც ადგილი არ ჰქონდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ

region
: region აპრილი 4, 2019 17:56

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,579
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics