“იქნებ კიდევ ერთი-ორი ასეთი ოპერაციაა საჭირო, რომ ადამიანებად იქცნენ” – ზელენსკი რუსეთის დელეგაციის წევრებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში ჩატარებული ოპერაცია “ობობას ქსელის” შემდეგ პირველად გამოთქვა თავისი მოსაზრება სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელთა რეაქციაზე და განაცხადა, რომ ისინი ოპერაციის შემდეგ “ცოტა უფრო მშვიდად” იქცეოდნენ, მაგრამ მაინც თავხედები არიან:

“როგორც მე მითხრეს, რუსეთის დელეგაცია იმაზე ცოტა უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ თავხედობა… ნუ, ხომ იცით, როგორც არის. თავხედი ხალხია… თუმცა, ახლა ისინი უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ 1-2 ღონისძიებაა საჭირო იმისთვის, რომ მათ ადამიანად მოქცევა სცადონ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება მოხდა რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ზავოლჟიეს ძრავის ქარხანაში (video)
შემდეგი სტატია„მზის კოტეჯები“ — რუსული ბომბდამშენების რისხვად ქცეული მოწყობილობების მუშაობის დეტალები