იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფოთის პორტის გაძლიერება-განვითარება ანაკლიის პორტის ჯინაზე ხდება – ჭიჭინაძე

” მივესალმები პორტების მშენებლობას, მითუმეტეს ამ ტრადიციის მქონე ქალაქებში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩნდება კონკრეტული კითხვები:

– რჩება შთაბეჭდილება, რომ ფოთის პორტის გაძლიერება-განვითარება ხდება ანაკლიის პორტის ჯინაზე;
– სხვა შემთხვევაში თავად ეკონომიკის სამინიტროდან რატომ არ გახმაურდა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ანუ, რატომ არ ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმს თავიდანვე?

– ვინ იქნება პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების უკან დაბრუნებაზე? ეს ხომ ანაკლიის პორტის ეკონომიკურ პოტენციალსკიდევ ერთხელ გააფუჭებს, რაც თავის მხრივ ინვესტორების შემოსვლას და მათ ინტერესებს საკმაოდ პრობლემურს გახდის.” – წერს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიწლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა
შემდეგი სტატიაფოთში, ახალი მშენებლობის საპრეზენტაციო ბანერი უკვე დამზადებული იყო