იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.

როგორც თეა წულუკიანა აღნიშნა, საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

„ეს რეფორმა პასუხობს ძალიან ბევრ გამოწვევას. დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმების ახალი სერია თბილისის სავაჭრო ობიექტებზე – ბოროტმოქმედებმა პოლიციის შენობის წინ მდებარე “სპარი” დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაუმრავლესობამ ვერ გააცნობიერა, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის საზიანო კანონპროექტის მხარდაჭერა