იქით არის ბოღმა და აქეთ არის ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების, აქეთ არის მომავალი, იქით კი ტყუილი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2019 23:33

იქით არის ბოღმა და აქეთ არის ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების, აქეთ არის მომავალი, იქით კი ტყუილი

იქით არის ბოღმა და აქეთ არის ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების, აქეთ არის მომავალი, იქით კი ტყუილი – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბელგიის ქალაქში ჩასულია სუს-ი.

„აქ ჩამოვიდა ხალხი ძალიან შორიდან, თვითმფრინავებით, ავტობუსებით, ზოგი ავტოსტოპით. წამოვიდნენ, რათა შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ჩვენს სამშობლოს ბედზე.

თქვენ ნახეთ, რომ ევროპის ცენტრში მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ. აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, რადგან თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს, უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა.

იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებს ბელგიაში. აქ არის ჩამოსული ის ხალხი, ვინც გარედან აწყობს ერთ ვაი-ვიშს და უბედურებას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მისულები არიან „ფეიქნიუსის“ ტელევიზიები.

​„აქ არიან „ფეიქნიუსის“ ტელევიზიები და გეტყვით, რას მოჰყვებიან ჩვენს ღონისძიებაზე – დიდი ხმაურისა და დარღვევის პირობებში წარიმართა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მხარდამჭერების ჯგუფთან. მოქალაქეების დიდი ნაწილი გამოხატავდა აღშფოთებას და ლამობდა ექსპრეზიდენტთან შეხვედრას, მაგრამ დაცვამ ისინი არ შეუშვა და მერე მოხდა აყალ-მაყალი, ჩხუბი და ა.შ.

სინამდვილეში ყველაფერი არის ძალიან მარტივად – იქით მხარეს არის ბოღმა. რით ვეღარ დაწყნარდა ეს ხალხი. არჩევნებამდე 2012 წლამდე დაბოღმილები იყვნენ. არჩევნები მოიგეს, მოვიდა ჩემთან ივანიშვილი ისეთ დაბოღმილი იყო, რომ გეგონება იმ დღეს მოუკვდა ყველა ნათესავი მსოფლიოში.

ვუთხარი, გაიღიმე ცოტა. ვიფიქრე, შოკში იყო, არ მოელოდა. გავიხედე და ყველა მისი მომხრე ასეთი დაბოღმილია. მოიგეს შემდეგი არჩევნები და ყველა მისი მომხრე დაბოღმილია. ახლა გააყალბეს არჩევნები და კიდევ უფრო დაიბოღმნენ. იქით არის ბოღმა და აქეთ არის განათებული ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების. იქით არის მუდმივად წარსულზე აპელირება, თუმცა ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, აქეთ არის მომავალი და საკუთარ ქვეყანაში უსაზღვრო რწმენა. იქით არის ტყუილი“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2019 23:33

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,172
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics