იქ რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელსაც ხალხი სულ ჰკიდია ფეხებზე – თამაზ მეჭიაური საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

თიანეთის მერი დღეს საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. თამაზ მეჭიაურის თქმით, ის საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ წარმოუდგენს ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ ორჯერ უკვე ჩააგდო.
მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ რაიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა მხარი არც ამჯერად დაუჭირონ. დღესვე თიანეთის მერი საკრებულოს წევრებს მომავალ სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
„ხალხის სახელით ვართ არჩეულები და ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ ხალხს გაუხარდებოდა, რომ გამეკეთებინა. ისინი ცდილობენ დაბლოკონ ეს ყველაფერი. ვიცი, რომ იქ რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელსაც ხალხი სულ ჰკიდია ფეხებზე. ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ როგორმე პარალიზება გაუკეთონ ჩვენს საქმიანობას. თუ საქმეები შევა ჩიხში, რა თქმა უნდა, მე არანაირ დათმობას არ ვაპირებ,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის დაკითხვა გადაიდო
შემდეგი სტატიაქუთაისში, ბინაში აფეთქება მოხდა