IPSOS-გლობალი ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.

შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:

კახა კალაძე – 40,5 %
ნიკა მელია – 39,9 %
გიორგი გახარია – 8,9 %
ანა დოლიძე – 4,1 %
ანა ბიბილაშვილი – 2,5 %
სხვა კანდიდატები – 4,1%

თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია:

ქართული ოცნება – 38,5%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31,9%
საქართველოსთვის – 7,7 %
გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %
ლელო – 3,7%
ხალხისთვის – 2,3%
გირჩი – 2,2%
მოქალაქეები – 1,3%
ევროპული საქართველო – 1,0 %
სხვა პარტიები – 6,6%
IPSOS-მა ეგზიტპოლი შპს “მთავარი არხის” დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + – 3%

წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარე – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – „ნაცმოძრაობა“ საკუთარ აქტივს ავალებს, რომ უბნებზე სიტუაცია არიოს