პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოამბის წამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანის ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას გმობს.
IPI აცხადებს, რომ მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც “პოლიტიკური კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააჩუმეს” და არხზე მათ აღდგენას მოითხოვს.