21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

IPI საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკულ მედიაზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებას გამოთქვამს „საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების წინააღმდეგ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც პრესის თავისუფლებაზე მორიგ ესკალაციას წარმოადგენს“.

„მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება იმატებს, დამოუკიდებლობას მოკლებული მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, IPI კვლავ მოუწოდებს სასწრაფო ზომები მიიღოს, რათა მედიის თავისუფლებისგან დარჩენილი ნაწილი დაიცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს მაუწყებლებისთვის დისკრიმინაციული ან არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება და პატივი სცეს საჯარო დებატებსა და გამოხატვის თავისუფლებას“.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ნიკა გილაურის რესურსი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული იმ ინსტრუქციით, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია
შემდეგი სტატიაცხინვალში 18 სექტემბერს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება