IPHONE+ განცხადებას ავრცელებს და პრემიერს და პროკურატურას მიმართავს

ქვეყანაში მოსამართლე-ბიზნესმენის ყოფნა საფრთხეს უქმნის ბიზნეს გარემოს და უცხოურ ინვესტიციების შემოდინებას-ამ განცხადებას, შპს “აიპლუსის” გენერალური მენეჯერი აკეთებს.
შპს “აიპლუსმა” განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურატურას, სახალო დამცველს, შემოსავლების სამსახურსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს მიმართა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარკვეული პირების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლე ქეთევან კუჭავას განჩინებით შპს “აიპლუსის” აქტივები ამ დრომდე დაყადაღებულია.
შპს “აიპლუსის” გენერალური მენეჯერის კახა სეფაშვილის განმარტებით, საფრთხის შემცველია “ქვეყანაში მოსამართლე ბიზნესმენის” ყოფნა, რადგან, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და უცხოურ ინვესტიციების შემოდინებას
“თითქოს, ჩვენ განვახორციელეთ ჰაკერული შეტევა iTechnic-ის ფესიბუქ გვერდზე. და მოსამართლემ ეს ნორმალურად ჩათვალა და ყადაღა დაადო ჩვენს კომპანიას. iTechnic-ის ფიქტიური მფლობელი სააპელაციო სასამართლოს თავმდჯომარე ვალერიან ცერცვაძეა. კომპანიის დამფუძნებელი ვალერიან ცერცვაძის მამა და ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმა – ბექარ მიკუჭაძეა, ხოლო ვალერიან ცერცვაძის ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე “აიტექნიკის” გენერალური მენეჯერი – გვანცა მიკუჭაძეა. ამ ფაქტების გათვალისწინებით ჩვენთვის სასამართლოს აბსურდული ყადაღა გასაგებია. როცა ქვეყანაში მოსამართლე ბიზნესმენია და ასეთი მეთოდებით უსწორდება კონკურენტებს ეს სამწუხაროდ, საფრთხეს შეუქმნის საქართველოში ბიზნეს გარემოს და უცხოურ ინვესტიციების შემოდინებას. მათ არ შეუძლიათ გაგვიწიონ ჯანსაღი კონკურენცია და ბინძური მეთოდებით ცდილობენ ჩვენს მოშორებას,” – განაცხადა შპს “აიპლუსის” გენერალურმა მენეჯერმა კახა სეფაშვილმა.
iPlus-ს შპს “აიტექნიკი” ფეისბუქ გვერდზე ჰაკერულ შეტევების განხორციელებასა და გვერდის გაუქმებას ედავება, რის გამოც “აიპლუსის” ანგარიშები 1 600 000 ლარით დაყადაღდა.
შპს “აიპლუსში” წერილობით მიმართვა და განჩინება 5 ენაზე თარგმნეს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებსა და უცხოელი პარტნიროებისთვის გადაუგზავნას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: 30 ოქტომბერი ჩვენი ღირსების ტესტია
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტიის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვებაზე ინფორმაცია არ აქვთ