საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი [კაია] კალასი ამბობს, რომ ევროკომისია წარადგენს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ანგარიშს, სადაც ეწერება, რომ ახალი წესები [უვიზოს] შეჩერების გამარტივებაზე ძალაში ნოემბრიდან შევა. [კალასი] მიანიშნებს, რომ შეიძლება ეს საქართველოს ზოგიერთ სექტორს შეეხოს,-წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს.

















