რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი ადასტურებს საქართველოს საკითხის განხილვას ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
პოსტის მიხედვით, განხილვების ფარგლებში შესაძლებელია ახალი ზომების მიღება საქართველოს მიმართ.
“ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ორშაბათს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და “შესაძლოა ახალი ზომები მიიღონ”, – წერს იოზვიაკი.