21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით,  ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, – წერს იოზვიაკი.

მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

banner
წინა სტატიაში50 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 15 წლის მოზარდზე მოკლულმა კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა
შემდეგი სტატია“სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა, ბიზნესს განვითარების საშუალებას ვაძლევთ” — გურამ დუმბაძე