იოზვიაკი: EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს.

როგორც იოზვიაკი X-ზე წერს, ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება არა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა, არამედ კვალიფიციური უმრავლესობა.

როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტი იქნება, რადგან დიპლომატიური პასპორტების მქონე თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი პასპორტები შეუნარჩუნდებათ, რითაც უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიგახარიას თქმით, შსს-ში გათავისუფლების 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი და არ აკმაყოფილებენ
შემდეგი სტატიამაკრონი ივანიშვილს: გათავისუფლდნენ დაკავებულები, პატივი ეცით გამოხატვის თავისუფლებას