იოსელიანი – შიმშილობა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ. მას პირადი ექიმებიც ჰყავს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება, რომ მონიტორინგის ქვეშაა, ყველა მიაქცევს სათანადო ყურადღებას,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და შესაბამისად სახელმწიფო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნების მეორე ტურია და მთავრი თემა არ არის ის, რაც უნდა იყოს. მთავარი თემა არ არის კანდიდატების მიერ თბილისი და თბილისზე საუბარი. თავზე სახლები გვენგრევა სხვადასხვა ქალაქში და ამაზე არავინ საუბრობს. ამაზე უნდა იყოს დღეს მთავარი დებატები. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ. მას პირადი ექიმებიც ჰყავს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება, რომ მონიტორინგის ქვეშაა. იმ ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა.

ამ ეტაპზე მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შიმშილობა მისი გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება. თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ხდება, ის გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებაში. ეს სტანდარტული პროცედურაა და თავს გაართმევენ. მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი და ბოლო პატიმარი, ვინც შიმშილობა გამოაცხადა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საელჩო – ვუსამძიმრებთ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს
შემდეგი სტატიაჩემს წინასწარ გლოვას, სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება – სააკაშვილის მიმართვა ციხიდან