იოსელიანი – შარლ მიშელის შეთანხმებას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს

შარლ მიშელის შეთანხმებას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს, ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა” ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან,- ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, შევიდნენ პარლამენტში და ხელი არ მოაწერონ მიშელის დოკუმენტს.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ პარტიამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთოს.

„ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, ვფიქრობ, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას. ეს არის შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული სამყარო. ამას მხარს უჭერს აშშ, ევროკავშირი, პოლიტიკური კლასი საქართველოში, ვგულისხმობ ოპოზიციის მხარეს, ასევე მხარს უჭერს მმართველი პარტია, ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა” ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან,”- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიამის პრეცედენტები ალბათ მომავალშიც იქნება – გოლეთიანი ყოფილი პოლიციელის აღიარებაზე
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა