იოსელიანი – სასამართლოს ნდობა რომ ჰქონოდა, პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა

საქართველოში სასამართლოს ნდობა არ აქვს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სასამართლოს ნდობა რომ ჰქონოდა, პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა, რადგან სასამართლო გადაწყვეტდა საკითხს იმდაგვარად, რომ ყველა კითხვას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაგვაჩნდა პასუხს გასცემდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სასამართლოს პრობლემის გადაწყვეტაში ოპოზიციის ძალისხმევა მნიშვნელოვანია.

„სინამდვილეში რა მივიღეთ-სასამართლომ საჩივრების 99 პროცენტი საჩივრების არ მიიღო, რამაც უნდობლობა გააჩინა ყველაფრის მიმართ. სასამართლოს პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და ამისთვის საჭიროა მთელი ოპოზიციის ძალისხმევა. ხელისუფლება ამ საკითხს თვითონ არ გადაჭრის, რადგან ეს მოსამართლეები მათ სამსახურში არიან. კრიტიკა და ხმაურიანი განცხადებები ჩვენ არ გვეზარება და ორი წინააღმდეგი ხმა ჩვენს ხელშია, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რატომ არის ამ ქვეყანაში ყველა პრობლემა დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან. საბოლოო ჯამში, თუ მოქალაქეს არ აქვს იმის განცდა, რომ მისი დარღვეული უფლება სადღაც იქნება დაცული სამართლიანად, მაშინ მშვიდობა ქვეყანაში არ იქნება და ყველა არჩევნების შემდეგ იქნება დაპირისპირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს