იოსელიანი – სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ჩანაწერების ავთენტურობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, უკვე ტრადიციად გადაიქცა, რომ არჩევნების წინ ჩანაწერები ვრცელდება.

„ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად გადაიქცა, რომ არჩევნების წინ რაღაცნაირი ჩანაწერები ვრცელდება. არ ვიცი, უკანონოა თუ კანონიერი გზით მოპოვებული, მაგრამ ეს ჩანაწერები ყოველთვის წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას, ვითარების შეცვლას ან ვიღაცის დისკრედიტაციას ეხება, მაგრამ არც ერთხელ გამოძიება არ დაწყებულა და არ დადგენილა მისი ავთენტურობა.

ვფიქრობ, ოდესღაც ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გამოვიძიოთ, ვინ ჩაიწერა და რატომ. როგორც წესი, როცა უკანონო თვალთვალი ხდება, ამას თავისი დანიშნულება აქვს. სამწუხაროდ, ასეთ რაღაცებს წინასაარჩევნოდ ვნახულობთ, რათა მოხდეს ამომრჩეველზე მანიპულირება. სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ასეთი ინფორმაციის გავრცელების წყაროც და ავთენტურობა. თუ ეს არის უკანონო, უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვინმეს უსმენენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა