იოსელიანი – სახალხო დამცველზე თავდასხმა მიუღებელია

სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან კონტრშეტევა არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის მანდატის პოლიტიზება მისთვის მიუღებელია.

„ჩემი აზრით, ამ პროცესებმა ერთი ძალიან ცუდი რამ გამოავლინა, სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, გახდა თავდასხმის ობიექტი. იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება იზიარებდეს მის მოსაზრებებს, ვიღაც არა, თვითონ სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც სახალხო დამცველის მხრიდან მერე ასეთი კონტრშეტევა, ეს არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც, პოლიტიკური პარტიებიც.

სახალხო დამცველს თავისი მანდატი აქვს და ახორციელებს, ამ მანდატის განხორციელების პოლიტიზირება არ მიმაჩნია ზოგადად სწორად არავის მხრიდან”, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძის განცხადებით, დღეს მოსახლეობის 90-95%-მა რომ ატაროს პირბადე, ამით იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება
შემდეგი სტატიამანჯგალაძე: საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ