იოსელიანი სააკაშვილზე: საერთოდ, მას აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს

მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს.

„საერთოდ, მას აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს. მისთვის ყველანაირი მოცემულობა მისაღებია და ის ამ თვალსაზრისით კლასიკური მაკიაველისტია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას
შემდეგი სტატია“არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება აწარმოებს ტოტალურ მიყურადებას”