იოსელიანი – სააკაშვილმა საწადელს მაინც მიაღწია, დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა

მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია და დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან გადაიტანა მის სასარგებლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად, ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, რომ სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო. დიახ, სახურავებზე და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში სააკაშვილი. თუ ჩამოვიდა, სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს და ამტკიცებს, რომ ე.ი. საზღვარი ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს და შეიძლება, შეხვიდე-გამოხვიდე, თუმცა არც საპირისპირო გამიკვირდება, რომ ეს იყოს ტყუილი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა. ის, რომ დღეს არჩევნების წინა დღეს მედია კონცეტრირებულია სხვა საკითხზე და არავინ საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს მხოლოდ სამწუხაროა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშირიჟვაძე – სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას
შემდეგი სტატიაუკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტი – ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია