იოსელიანი – როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძეს ნოსტალგია შემოაწვება ხოლმე პუტინის მიმართ

როგორც ჩანს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს პერიოდულად ნოსტალგია შემოაწვება ხოლმე ბატონი ვლადიმერ პუტინის მიმართ, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას.

იოსელიანის თქმით, ბურჯანაძის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო და არაფერი შეცვლილა.

„როგორც ჩანს, ქალბატონ ნინოს პერიოდულად ნოსტალგია შემოაწვება ხოლმე ბატონი ვლადიმერ პუტინის და რუსეთის მიმართ. მისი პოზიცია ცნობილია. მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ აქამდეც ვიცოდით. სამწუხაროა, მაგრამ არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაWHO ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა გააგრძელონ