იოსელიანი – როგორ შეიძლება შერიგებაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს მანიაკებს, ქურდებს, მკვლელებს, სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან

როგორ შეიძლება შერიგებაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს მანიაკებს, ქურდებს, მკვლელებს, სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან, პარტიული შერიგებების არ მჯერა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანა მხოლოდ ორი ფერისგან – წითლისა და ლურჯისგან არ შედგება, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები ცხოვრობენ და თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგება არ ნიშნავს, რომ ამით ყველა ბედნიერი იქნება.

„ასეთი სახის პოლიტიკურ პროცესს ძალიან ფართო ჩართულობა სჭირდება. ასეთი დიალოგის ფარგლებში შეიძლება, იყოს შეხების წერტილები გამონახული, სხვანაირად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებამ არ შეიძლება, შედეგი მოიტანოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშირობაქიძე – ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ვინ ვინ არის და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე
შემდეგი სტატიაადგილობრივების ინფორმაციით, ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა