იოსელიანი – ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან.

„ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს. მიუხედავად იმისა, ვინ არის სტუმარი და რამდენად ცნობილია, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და ბრალს გვდებს 2008 წლის ომის დაწყებაში, საქართველოში ასეთი ადამიანი, სულ მცირე, არ უნდა შემოუშვან იმ ფორმით, რაც იყო“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი – ჩვენი ინფორმაციით, პოზნერის დელეგაციას შსს-მ საშვები მიანიჭა
შემდეგი სტატიაპარლამენტში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება