იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება

“შევაფასებთ და ანგარიშში ავსახავთ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.

ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები