იოსელიანი – პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა.

„პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ აჩვენოს მკაფიო ერთგულება EU-ს ფასეულობების მიმართ – რა წერია ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში