იოსელიანი – პარლამენტში მოსამართლეთა მოსმენა ფაქტობრივად სკანერში გატარება იქნება

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში მოსმენისას თუ ვერ დააკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება მათი ნომინირება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს.

„მოსამართლეთა მოსმენა პარლამენტში გაიმართება და ფაქტობრივად, ეს იქნება ამ ადამიანების სკანერში გატარება. თუ ეს ადამიანები ვერ დააკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება მათი ნომინირება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული. თორე, ხელის გადაგრეხვის მეთოდით შეუძლიათ, ვინც უნდათ, ის დანიშნონ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ, ეს ადამიანები შეესაბამებიან თუ არა იმ პოზიციას, რისთვისაც ნომირებულნი არიან პარლამენტში“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე – საქართველოს მალე ექნება მობილური იუსტიციის სახლები
შემდეგი სტატიამეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს