იოსელიანი – ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვება ერთხელ უკვე დააანონსა, რომ მოვედი, ისევ აქ დამხვდა, ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ

ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვება ერთხელ უკვე დააანონსა და რომ მოვედი, ისევ აქ დამხვდა. მას შეუძლია, პარლამენტი დატოვოს, ეს მისი უფლებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ინსტიტუციურად ქვეყნის წინ წაყვანა შეძლოს და ამის გაკეთება შესაძლებელია პარლამენტში.

„ბერკეტები, რომელიც პარლამენტში არსებობს, ამისთვის უნდა გამოიყენო. ვინმეს თუ ეს არ უნდოდა, მაშინ არც უნდა შემოსულიყო. ყოველ ჯერზე პარლამენტის დატოვებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა არაფერზე უარს არ ამბობენ, არც ერთ პრივილეგიაზე, არც ერთ სერვისზე, მგონი, უხერხულია. ნონა მამულაშვილისგან პარლამენტის დატოვებაზე ბევრჯერ მსმენია და ერთხელ დავიჯერე კიდეც, მაგრამ რომ მოვედი, პარლამენტში დამხვდა და ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ“, – განაცხდა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაძალიან დიდი წონა ჰქონდა, კარგია თუ დაიკლებს – მეუფე იაკობი სააკაშვილზე