იოსელიანი: ნათლად და ცალსახად უნდა ვასწავლოთ შვილებს სიმართლე, რომ რუსეთი აგრესორია და თავს დაესხა საქართველოს

ძალიან ნათლად და ცალსახად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიმართლე, რომ რუსეთი არის აგრესორი და თავს დაესხა საქართველოს – ჩანაწერი სახელმძღვანელოში იძლევა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებას,- ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

“მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ თანაბრად ყველა ლიდერი უახლესი ისტორიის, ამ სახელმძღვანელოში არის შეტანილი: ივანიშვილიც, სააკაშვილიც, შევარდნაძეც, ზვიად გამსახურდია. თუ ყველაზეა, პირველი პირი იყო ამ ქვეყნის და ლოგიკურია, ასეც იქნება. თუ მარტო ივანიშვილზეა მაშინ, ეს გაუგებარი და მიუღებელია ერთი ადამიანის გამოყოფა მაშინ, როცა საქართველოს ჰყავდა სხვა პირველი პირებიც თანამედროვე ისტორიაში.

ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც იოტისოდენად მაინც კითხვის ნიშანს ბადებს ომის დაწყებასთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი. ძალიან ნათლად და ცალსახად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიმართლე, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და საქართველოს უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა, რაც მან 2008 წელს განახორციელა. ვისურვებდი, ეს ჩანაწერი სხვანაირად იყოს ფორმულირებული, ეს ჩანაწერი იძლევა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებას. ყველაზე კარგი და პირუთვნელი მსაჯული არის დრო, დრო გავა და ყველაფერი სწორად დაიწერება, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა ჩაიწეროს, ამით ისტორიას ვერავინ გადაწერს”, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ ვიცე-მერი დანიშნა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა