იოსელიანი – „ნაცმოძრაობა“ არც მალავს, რომ რევოლუციის სურვილი აქვთ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ერთმანეთის მიმართ უფრო გასამხნევებელი განცხადებები მგონია, ვიდრე რაიმე რეალობასთან ახლოს მყოფი.

„მადლობა ღმერთს, რომ ასეთ საქართველოში აღარ ვცხოვრობთ. „ნაცმოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი აქვს, რომლითაც მოქმედებს. არც მალავენ, რომ რევოლუციის სურვილი აქვთ. ამას ჩემი დადასტურება რად უნდა, თავად ამბობენ, რომ ხელისუფლება რევოლუციით უნდა შეიცვალოსო. არჩევნებმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ცვლილებები საარჩევნო გზით სურს, სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია რეფერენდუმს მოიგებდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მიმოიხილავს
შემდეგი სტატიაგაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა, გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებაზე