იოსელიანი – მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი

მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კანონპროექტის უდიდესი ნაწილი არია მოწონებული და გაზიარებული.

„არის რამდენიმე შენიშვნა და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ, თუმცა ეს შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტით, სადაც საუბარი არის ორი მესამედით თავმჯდომარის არჩევაზე, სწორედ ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. მეორე, რაც ასევე მთავარია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო ფართო განხილვა, რომ იყოს შეთანხმება, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ვაპირებთ სამუშაო ჯგუფმა ფართო შემადგენლობით დავიწყოთ კანონპროექტის განხილვა და კოლეგა ოპოზიციური პარტიები ვიცი, უკვე თანახმა არიან ჩაერთონ ამ საქმიანობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა ჩემი აზრით, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ ყველანაირ აზრთა სხვადასხვაობას დაუსვა წერტილი. თუ კარგად წაიკითხავთ ამ დასკვნას, იქ შემოთავაზებულია ბევრი დემოკრატიული მექანიზმი როგორ შეიძლება ამის განხორციელება“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს არის ვითარება, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი მექანიზმი.

„თუმცა ვიზიარებ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ყველა არჩევნების წინ ცვლილება საარჩევნო კოდექსის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეებს დავუბრუნოთ ნდობა არჩევნების მიმართ და ეს ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება. როგორც კი ჩაივლის სადღესასწაულო დღეები, ჩვენ ვაპირებთ მოვიწვიოთ სამუშაო ჯგუფი და დავიწყოთ ამ ცვლილებებთან ერთად დაინიცირებული კანონპროექტის განხილვა, დავაყენოთ პირველ მოსმენაზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური
შემდეგი სტატიაიერუსალიმმა ტურისტებისთვის სპეციალური მოთხოვნები დააწესა