იოსელიანი – მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ

არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ, არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, როცა არჩევანი არ გაქვს, სჯობს, არჩევანის გაკეთებისგან საერთოდ თავი შეიკავო.

ლევან იოსელიანი ჩრდილოვან კაბინეტზე ოპოზიციის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იდეა სერიოზულ ამბად არ მიაჩნია.

„ჯერ არჩევნები უნდა მოიგო და ასეთი კონსულტაციები ამის შემდეგ დაიწყო. ჩრდილოვან კაბინეტს აზრი მაშინ ექნებოდა, თუ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა და არა მხოლოდ იმ პარტიების, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში – 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. რეალური კოალიცია ერთ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების დაჯდომას გულისხმობს და არა, ერთი აზრის მქონე ადამიანების ერთად ყოფნას“, – აცხადებს იოსელიანი.

კანონმდებელი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიცია ლიდერობდა, ან ოპოზიციის კანდიდატის მონაცემები სახელისუფლო კანდიდატის მონაცემებთან ახლოს იყო, ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება.

„თბილისში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას ნაკლებად ველი”, – აღნიშნა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – სააკაშვილი გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში კრიმინალებთან ერთად არ უნდა მოათავსონ
შემდეგი სტატიაკობახიძე – „ნაცმოძრაობას“ არც ერთი სცენარის პირობებში არ მივცემთ ჩვენი მოსახლეობის დაზარალების საშუალებას