იოსელიანი – ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევს

სრულად ვიზიარებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ვითარების პოლიტიკური განმუხტვის ერთადერთი სწორი გზა არის, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება და მხოლოდ ერთ საკითხზე არ ვიქნებით ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სრულად ვიზიარებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საპროცესო უფლებები უნდა იყოს გარანტირებული. მას უნდა მიეცეს საშუალება, დაესწროს სასამართლო პროცესებს. მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და სახალხო დამცველის რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ვითარების პოლიტიკური განმუხტვის ერთადერთი სწორი გზა არის, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები შეწყვეტენ შიმშილობას პარლამენტში, პარლამენტის წევრები და მეორე მხრივ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ზოგადად ამ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება და მხოლოდ ერთ საკითხზე ორიენტირებული არ ვიქნებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად
შემდეგი სტატიაორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა