იოსელიანი – კეზერაშვილს არ გაუცია პასუხი კითხვაზე, საიდან იშოვა ფული

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიმართ კითხვები აქვთ და ყოველთვის ჰქონდათ მოქალაქეებს.

იოსელიანის თქმით, კეზერაშვილს პასუხი აქვს გასაცემი მოქალაქეების კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და როგორ გახდა ასეთი შეძლებული მას შემდეგ, რაც დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში.

„როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოვიდა, როგორც ერთ-ერთი ჩინოვნიკი და თავისი საქმიანობა დაასრულა ისე, რომ მილიონერი გახდა? კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და არის თუ არა ის საქართველოდან წაღებული, მას პასუხი არ გაუცია. მას მოქალაქეების კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. საიდან იშოვა ფული და როგორ გახდა ასეთი შეძლებული კაცი მას შემდეგ, რაც დაასრულა თავის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში, ამაზე მას პასუხი არ გაუცია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიპოეტი დათო მაღრაძე რომის პაპს შეხვდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას საქმეზე: შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც